იბრაჰიმ ქალინი აშშ-ში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

იბრაჰიმ ქალინი აშშ-ში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

2110980
იბრაჰიმ ქალინი აშშ-ში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის ეროვნული დაზვევრვის სამსახურის (MİT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი სხვადასხვა შეხვედრების გასამართად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

იბრაჰიმ ქალინი დედაქალაქ ვაშინგტონში, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს უილიამ ბერნსს შეხვდება.

თავის მხრივ, იბრაჰიმ ქალინი თეთრ სახლში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამართავს სხვადასხვა შეხვედრებს.

იბრაჰიმ ქალინის დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციების PKK-ს, FETÖ-ს და DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლა.

იბრაჰიმ ქალინი მოლაპარაკებებს გამართავს ერაყსა და სირიაში ომის შეწყვეტის თაობაზე, ასევე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მეორეს მხრივ, შეხვედრების დროს განიხილება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და კავკასიის საკითხი.



მსგავსი ინფორმაციები