თურქეთი ისრაელის მხრიდან სამოქალაქოების თავდასხმას მკაცრად გმობს

თურქეთი ისრაელის მხრიდან სამოქალაქოების თავდასხმას მკაცრად გმობს

2109384
თურქეთი ისრაელის მხრიდან სამოქალაქოების თავდასხმას მკაცრად გმობს

თურქეთმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ღაზას მოსახლეობის შიმშილით გაწირვა, იმის მტკიცებულებაა, რომ ის მიზნად ისახავს შეგნებულად და ერთობლივად გაანადგუროს პალესტინელი ხალხი.

ღაზაში, ისრაელის მხრიდან სამოქალაქოების თავდასხმასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ნაბულსის მოედანზე პალესტინელების მკვლელობით, ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ახალი დანაშაული დაუმატა. ის ფაქტი, რომ ისრაელმა, რომელმაც ღაზის მოსახლეობა შიმშილით გაწირა, ამჯერად დახმარების რიგში მყოფი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით, იმის მტკიცებულებაა, რომ ის მიზნად ისახავს შეგნებულად და კოლექტიურად გაანადგურონ პალესტინელი ხალხი. ისრაელმა სასწრაფოდ უნდა დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მაგრამ, ისრაელის მთავრობას არ აქვს საღი აზრი და სინდისი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ღაზაში ზეწოლა კატასტროფად გადაიქცევა, რომელსაც ექნება გლობალური შედეგები. ამ კონტექსტში ისრაელის ჩათვლით მოვუწოდებთ ყველა ჯგუფს, რომელსაც აქვს გავლენა მთავრობაზე, შეწყვიტოს სისასტიკე ღაზაში“.   

ცნობისათვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფ სამოქალაქოებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 112 ადამიანი დაიღუპა და 760 დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები