პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმი დაიწყო

2109841
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, ნამდვილად არ არის ომი, არამედ გენოციდის მცდელობაა.

ანტალიის მე-3 დიპლომატიური ფორუმის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის მხრიდან ღაზაზე განხორციელებულ თავდასხმებს შეეხო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ღაზაში არა მხოლოდ ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, არამედ განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ.

„ის, რაც ღაზაში ხდება, ნამდვილად არ არის ომი, ეს არის გენოციდის მცდელობა. რადგან ომსაც აქვს მორალი, ეტიკეტი და კანონი, რომელიც უნდა დაიცვან. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი გადაწყვეტილება ისრაელის გენოციდის თავიდან ასაცილებლად აშკარაა, მაგრამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია დაუფიქრებლად აგრძელებს ოკუპაციის და ხოცვა-ჟლეტის პოლიტიკას. დასავლური ძალები, რომლებიც პირველივე დღიდან უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს, მონაწილეობენ სისხლისღვრაში თავიანთი თვალთმაქცური პოლიტიკით. თუ სიტყვა არ იქნება შესრულებული მოქმედებით, შეუძლებელია პალესტინაში ჩაგვრის შეჩერება ან საერთაშორისო სისტემისადმი ნდობის აღდგენა. ამისთვის, საჭიროა პალესტინის დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ინტეგრირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმია, 1967 წლის საზღვრებზე დაფუძნებული. ამ მიზნით ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის საგარანტიო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას გულწრფელად დაუჭიროს მხარი ღაზას და პალესტინის საქმეს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები