ჯევდეთ ილმაზმა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ჯევდეთ ილმაზმა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

2108324
ჯევდეთ ილმაზმა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ მათ დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერთან ოლივერ დაუდენთან სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების, ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

ჯევდეთ ილმაზი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერ ოლივერ დაუდენს დედაქალაქ ლონდონში შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებების გაკეთებისას ილმაზმა აღნიშნა: „ჩვენ შევაფასეთ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის Brexit-იდან გასვლის შემდეგ მოვახერხეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ თვალსაზრისით, მოლაპარაკებები გრძელდება, ეს არის პოზიტიურ კურსზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვეფასებინა როგორც პოლიტიკური, ასევე რეგიონული საკითხები. ჩვენ, ინგლისთან ყველა სფეროში დიალოგს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი შეხვედრები და კონტაქტები ყველა დონეზე გრძელდება. ეს მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა“.



მსგავსი ინფორმაციები