ერდოღანმა მანისაში საზოგადოებას სიტყვით მიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზოგადოებას მანისაში გამართულ აქციაზე სიტყვით მიმართა

2108176
ერდოღანმა მანისაში საზოგადოებას სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარემ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზოგადოებას მანისაში გამართულ აქციაზე სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ვუყურებთ დემოკრატიისა და განვითარების მიღწევებს, რომლებსაც მივაღწიეთ ბოლო 21 წლის განმავლობაში, როგორც „თურქული საუკუნის“ საძირკველს“. - თქვა ერდოღანმა და შეეხო ერთიანობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას.

მან აღნიშნა, რომ ბოლო 21 წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა და მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა მოამზადეს გლობალური კონკურენციისთვის და რომ ასეთივე წარმატებას გამოავლენენ მომავალშიც.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი ეფექტურად ებრძვიან ტერორიზმს ქვეყნის შიგნით და საზღვრის მიღმა და ისინი არ უშვებენ სირიის ჩრდილოეთში „ტერორიზმის“ დამკვიდრებას.

 


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები