ჰაქან ფიდანი ბრაზილიაში გაემგზავრა

G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რიო-დე-ჟანეიროში იკრიბებიან

2105156
ჰაქან ფიდანი ბრაზილიაში გაემგზავრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დიდი ოცეულის (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად ბრაზილიაში გაემგზავრა.

G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რიო-დე-ჟანეიროში იკრიბებიან.

ორდღიან შეხვედრაზე განიხილება G20-ის როლი საერთაშორისო პრობლემების გადაჭრასა და გლობალური მმართველობის რეფორმაში.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ღაზაში არსებული პრობლემები, რუსეთ უკრაინის ომი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმების აუცილებლობა და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში, ჰაქან ფიდანი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს და ასევე დაესწრება MIKTA-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 25-ე შეხვედრას (მექსიკა, ინდონეზია, კორეა, თურქეთი, ავსტრალია).



მსგავსი ინფორმაციები