ჰაქან ფიდანი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მინისტერიალი ბრაზილიაში 21-22 თებერვალს გაიმართება

2104564
ჰაქან ფიდანი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დიდი ოცეულის (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ბრაზილიაში 21-22 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მომხდარ ადამიანურ ტრაგედიაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარებისკენ.

G20-ის ფარგლებში, რომელიც მოიცავს უმსხვილეს ეკონომიკას, უკიდურესად მნიშვნელოვანია გზავნილები, რომლებსაც თურქეთი მისცემს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული მიმდინარე, ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე და გლობალური მმართველობის მექანიზმების არაადეკვატურობაზე.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრი ჰაქან ფიდანი  რიო-დე-ჟანეიროში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, თემაზე „სამართლიანი სამყაროს მშენებლობა და მდგრადი სამყარო“, დაესწრება.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჰაქან ფიდანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს G20-ის ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და დაესწრება MIKTA-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 25-ე შეხვედრას (მექსიკა, ინდონეზია, კორეა, თურქეთი, ავსტრალია).

შეგახსენებთ, რომ G20 განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, განიხილონ მსოფლიოს მასშტაბით არსებული კრიზისების გადაწყვეტის გზები.



მსგავსი ინფორმაციები