სედათ ონალმა ღაზაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება

სედათ ონალმა ღაზაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება

2102091
სედათ ონალმა ღაზაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება

გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა სედათ ონალმა განაცხადა, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე საგანგაშო დონეზეა.

სედათ ონალმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ მაღალი დონის სესიაზე თემაზე: „კლიმატის ცვლილების გავლენა სასურსათო დაუცველობაზე“, ისაუბრა.

ონალმა აღნიშნა, რომ მსოფლიო სხვადასხვა, რთულ და ურთიერთდაკავშირებულ გამოწვევებს ებრძვის რა, არსებული პრობლემების გადაჭრისთვის საჭიროა შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი მოქმედება.

ონალმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს განკარგულება №2417 ავლენს კავშირს კონფლიქტსა და სასურსათო დაუცველობას შორის და დაამატა: „ამ გადაწყვეტილებით, საბჭომ მკაცრად დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილი და ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირება, როგორც ომის ტაქტიკა. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელება, განსაკუთრებით ღაზაში, სირიაში, იემენში, უკრაინასა და აფრიკის ზოგიერთ ნაწილში. ღაზაში 2,2 მილიონი ადამიანი იმყოფება ისრაელის განუწყვეტელი დაბომბვის ქვეშ, საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე. ღაზაში შიმშილის საფრთხე საგანგაშო დონეზეა.“

ელჩმა ონალმა ბოლოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობას, კლიმატის ცვლილებას და სასურსათო დაუცველობის აღმოფხვრას.



მსგავსი ინფორმაციები