მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ბევრი კრიტიკული საკითხი განიხილეს

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ბევრი კრიტიკული საკითხი განიხილეს

2101450
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ბევრი კრიტიკული საკითხი განიხილეს

საპრეზიდენტო კომპლექსში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ დეტალურად განიხილეს ბევრი კრიტიკული საკითხი ეკონომიკის, განათლების, ტერორიზმთან ბრძოლის და საგარეო პოლიტიკის თაოსნობით.

მან აღნიშნა, რომ საზღვრისპირა ოპერაციების მასშტაბური შეფასება გააკეთეს და რომ თურქეთის „ტერორიზმის სათავეში განადგურების“ სტრატეგიით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია ვიწრო ზონაში ჩაკეტეს.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ახანგრძლივებს სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის სიცოცხლეს, არის ზოგიერთი მოკავშირე და ჩრდილოეთ ერაყში ზოგიერთი სტრუქტურის მიერ ტერორისტების მხარდაჭერა და დაამატა: "თურქეთი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მთელი გულწრფელობით ვუჭერთ მხარს ერაყის ბრძოლას ტერორიზმთან. ჩვენი სამართლიანი მოლოდინი ჩვენი ერაყელი ძმებისგან არის ის, რომ არ დაუშვან ერაყის ტერიტორიების გამოყენება ტერორისტული აქტების ბაზად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერორის განადგურება ასევე მნიშვნელოვანია ერაყთან დაგეგმილი „განვითარების გზის“ პროექტისთვის.

"თურქეთი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ დაუშვებს მის სამხრეთ საზღვრებზე "ტერორისტანის" შექმნას. სადაც არ უნდა ვიპოვოთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, ჩვენ გავაგრძელებთ მათი თავების გასრესას და ამ მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის განადგურებას“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #მინისტრთა კაბინეტი

მსგავსი ინფორმაციები