თურქეთმა მოგადიშოში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა მოგადიშოში მომხდარი ტერაქტი დაგმო

2100812
თურქეთმა მოგადიშოში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში წინა დღეს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოთქვა.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამხედრო პერსონალის დაღუპვის გამო, რომლებიც ემსახურებოდნენ სომალის უსაფრთხოებას, თანაგრძნობას ვუცხადებთ სომალის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის ხალხს. თურქეთი გააგრძელებს სომალის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას“.

ცნობისათვის, მოგადიშოში, გორდანის სამხედრო ბაზაზე მორიგე სომალელმა ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა გარშემომყოფებს და ბევრი ადამიანი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების უფროსი ჯარისკაცები დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ალ-შაბაბმა აიღო.



მსგავსი ინფორმაციები