პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ეგვიპტეს ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ეგვიპტეს ეწვევა

2100786
პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ეგვიპტეს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12-13 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, 14 თებერვალს კი ეგვიპტეს ეწვევა.

საკითხთან დაკავშრებით პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დუბაიში გასამართ მსოფლიო მთავრობის სამიტზე, პრეზიდენტი ერდოღანი საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ამავე ინფორმაციით, რაც შეეხება ეგვიპტეში მისი ვიზიტს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო ნაბიჯები იქნება განხილული.

აღნიშნული ვიზიტების ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ღაზაში მიმდინარე მოვლენებს და პალესტინის ტერიტორიებზე განხორციელებულ ისრაელის თავდასხმებს.

ასევე განხილულ იქნება სხვა რეგიონალური და გლობალური საკითხებიც.



მსგავსი ინფორმაციები