წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს

წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს

2100722
წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სტამბოლის ქუჩუქჩექმეჯეს მერობის კანდიდატის, აზიზ იენიაის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს.

განცხადება იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

"დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თავდასხმასთან და გრძელდება 7 ეჭვმიტანილის დაკავების სამუშაოები. გამოძიება მიმდინარეობს“.- აღნიშნა მინისტრმა.

გუშინ, როცა პარტია AKP-ს მერობის კანდიდატი აზიზ იენიაი ქუჩუქჩექმეჯში საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, პოლიციამ დაიწყო ოპერაცია ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად.



მსგავსი ინფორმაციები