თურქეთი პაკისტანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთი პაკისტანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

2099272
თურქეთი პაკისტანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთმა განაცხადა, რომ გააგრძელებს პაკისტანის მხარდაჭერას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პაკისტანში გუშინ განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის ორ რაიონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა. ჩვენ ვიზიარებთ მოძმე პაკისტანელი ხალხის ტკივილს. ჩვენ გავაგრძელებთ პაკისტანის მხარდაჭერას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ცნობისათვის, პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში გუშინ განხორციელებული აფეთქებების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.  



მსგავსი ინფორმაციები