ჰაქან ფიდანი თავის ლაოსელ კოლეგას შეხვდა

ჰაქან ფიდანი თავის ლაოსელ კოლეგას შეხვდა

2098006
ჰაქან ფიდანი თავის ლაოსელ კოლეგას შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ლაოსის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სალეუმხაი კომასიტს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ X-ზე გაკეთებულ პოსტში ნათქვამია, რომ ფიდანმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ კომასიტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტორატში უმასპინძლა.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხელი მოეწერა „საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“.

ფიდანმა და კომასიტმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ მოვლენებზე.

ვინაიდან ლაოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) როტაციული თავჯდომარეა, ორი მინისტრის შეხვედრისას დღის წესრიგში ასევე დადგა თურქეთსა და ASEAN-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები