ჰაქან ფიდანი მალტაში გაემგზავრა

ჰაქან ფიდანი მალტაში გაემგზავრა

2098073
ჰაქან ფიდანი მალტაში გაემგზავრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მალტის დედაქალაქ ვალეტაში გაემგზავრა.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, მინისტრი ფიდანი ოფიციალური ვიზიტით ჩასულ მალტაში დღეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს იან ბორგს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაქან ფიდანს მალტის პრეზიდენტი ჯორჯ ველა და პრემიერ-მინისტრი რობერ აბელაც მიიღებს.

შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონული საკითხები და ასევე თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება განხილული.  



მსგავსი ინფორმაციები