ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა

ეროვნული უშიშროების საბჭოს (MGK) სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა

2093690
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა

ეროვნული უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მტკიცე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას ვერ შეაფერხებს პროექტი ტერორისტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გეგმები.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს (MGK) სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე შეფასდა თურქეთის საუკუნეში თურქეთის ინტერესების ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მოვლენები,  ის საკითხები, რომლებიც სავარაუდოდ 2024 წელს ჩადგება დღის წესრიგში და ამ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და ზომები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო ინფორმირებული იქნა PKK/KCK-PYD/YPG, FETÖ და DEAŞ-ის თაოსნობით ეროვნული ერთიანობის, სოლიდარობის საწინააღმდეგო ყველა სახის საფრთხესთან და მუქარასთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მონდომებითა და წარმატებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელსაც იგი მტკიცედ ახორციელებს, ვერ ჩაიშლება პროექტ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დაფუძნებული გეგმებით. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტერორისტულ ორგანიზაციასთან და მათ განშტოებასთან, რომლებიც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ჩვენი უფლებების დაცვის ფარგლებში, განურჩევლად დროისა და ადგილისა“. - ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ეროვნული უშიშროების საბჭო

მსგავსი ინფორმაციები