პრეზიდენტმა ერდოღანმა ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

2089536
პრეზიდენტმა ერდოღანმა ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ჩვენ დავავალეთ ჩვენს უსაფრთხოების ქვედანაყოფებს გაანადგურონ ყველა ტერორისტული ელემენტი, რომელიც მათ აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათ გვერდით, მათ უკან“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის გადამწყვეტი სტრატეგია ტერორიზმის სათავეში აღმოსაფხვრელად აწუხებს მათ, ვინც რეგიონში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას გეგმავს.

„სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს გაძლიერების მცდელობები იარაღით, საბრძოლო მასალით, წვრთნებითა და მფარველობითი მხარდაჭერით დაჩქარებულია. ჩვენ დავავალეთ ჩვენს უსაფრთხოების ქვედანაყოფებს გაანადგურონ ყველა ტერორისტული ელემენტი, რომელიც მათ აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათ გვერდით, მათ უკან. სანამ იმპერიალისტების გეგმები ერაყსა და სირიაში „ტერორიზმის“ დამყარების შესახებ მაგიდაზე რჩება, ვერცერთი ჩვენგანი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. ტერორიზმთან ბრძოლის საკითთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს უახლოეს თვეებში, იმისდა მიუხედავად, ვინ რას ამბობს. სანამ ერაყის ჩრდილოეთის მთლიანი ტერიტორია უსაფრთხო არ გახდება, ამ რეგიონში ჩვენი მხრიდან ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები