ფართომასშტაბიანი მარში სტამბოლში „წყალობა მოწამეებს, მხარდაჭერა პალესტინას, წყევლა ისრაელს“
ფართომასშტაბიანი მარში სტამბოლში „წყალობა მოწამეებს, მხარდაჭერა პალესტინას, წყევლა ისრაელს“
ახალი წლის პირველ დილას სტამბოლში გაიმართა ფართომაშტაბიანი მარში სახელწოდებით, „წყალობა მოწამეებს, მხარდაჭერა პალესტინას, წყევლა ისრაელს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თურქეთის 308 არასამთავრობო ორგანიზაციამ.
მსვლელობისთვის გალათას ხიდზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დილის ლოცვის შემდეგ აია-სოფიას მეჩეთში, ემინონუს ახალ მეჩეთში, სულთანაჰმედის მეჩეთში და სულეიმანიეს მეჩეთში, ტერორისტული ორგანიზაცია PKK-სთან შეტაკების დროს მოწამეობრივად დაღუპული ჯარისკაცებისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელებისთვის ლოცვა-ვედრება აღევლინა.
ქალაქის 4 დიდ მეჩეთში შესრულებული დილის ლოცვის შემდეგ მონაწილეებმა მეჩეთებთან შეიკრიბნენ და კორტეჟის თანხლებით გალათას ხიდამდე მსვლელობა მოაწყვეს.
მონაწილეებმა, რომლებსაც ხელში თურქეთის და პალესტინის დროშები ეჭირათ, გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „მოწამეები არ კვდებიან“, „სამშობლო განუყოფელია“, „მოღალატეები პასუხს აგებენ“, „მკვლელი ისრაელი პასუხს აგებს“, „მკვლელო ისრაელო, გამოდი პალესტინიდან“, „დაე, ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს ალ-აქსას“, „მივესალმებით ჰამასს“, „განაგრძეთ წინააღმდეგობა“.
მსვლელობის დროს გამოყენებული პოსტერები თურქულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე იყო გამოსახული.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ მთავრობის მაღალჩინოსნებიც.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“