Anka-3-მა პირველი ფრენა განახორციელა

Anka-3-მა პირველი ფრენა განახორციელა

2081952
Anka-3-მა პირველი ფრენა განახორციელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავმა Anka-3-მა, რომელიც შემუშავებულია, თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) მიერ, პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით პოსტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „TUSAŞ-ის მიერ შემუშავებულმა უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავმა Anka III-მა წარმატებით დაასრულა თავისი პირველი ფრენა. იგი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის თავდაცვაში მოწინავე ტექნოლოგიებით.“



მსგავსი ინფორმაციები