ერდოღანმა და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ერდოღანმა და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

2073956
ერდოღანმა და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ სურთ ეგეოსის ზღვა გადააქციონ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვად.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაემგზავრა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი იმედოვნებენ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები გადაიჭრება კონსტრუქციული დიალოგის, კეთილმეზობლობისა და ერთობლივი ძალისხმევის გზით საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და რომ მიცოტაკისთან ერთად გამოთქვეს თავიანთი თავიანთი მოსაზრებები ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პოზიციების შესახებ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვიპროსის საკითხის სამართლიანი, მუდმივი და მდგრადი გადაწყვეტა კუნძულზე არსებული ფაქტების საფუძველზე მთელი რეგიონისთვის სასარგებლო იქნება და დაამატა: „ჩვენ გვინდა ეგეოსის ზღვა ვაქციოთ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვად. თურქეთ-საბერძნეთი გვინდა იყოს მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის ამ გადასადგმელი ერთობლივი ნაბიჯებით. ღიად ვამბობ, რომ ჩვენს შორის არ არსებობს პრობლემა, რომელიც ვერ გადაიჭრება. საკმარისია კეთილი ნებით ვიმოქმედებთ, დიდ სურათზე გავამახვილოთ ყურადღება და არ ვიყოთ მათ რიგებში ვინც ზღვა გადაცურა და ნაკადულსი დაიხრჩო“.

იგი ასევე შეეხო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობას და ლავრიონის ბანაკის დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა სიფრთხილის აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ბანაკების შექმნა, რომლებიც თავშესაფარს უწევენ საბერძნეთში ტერორისტებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ უმცირესობათა მშვიდობისა და კეთილდღეობის გაზრდა დადებითად იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და გამოთქვა მოლოდინი დასავლეთ თრაკიის თურქული უმცირესობის მდგომარეობის საერთაშორისო სამართლის მიერ მოთხოვნილ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

მიცოტაკისმა ასევე განაცხადა, რომ ორმა მოსაზღვრე ქვეყანამ გვერდიგვერდ და ერთად უნდა იმოქმედოს და დააამატა: „ჩვენ უნდა შევქმნათ კარგი მომავალი“.

მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს მთელი წლის განმავლობაში 7 დღით თურქეთის მოქალაქეებისთვის აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულების უვიზოდ მონახულების საკითხი.



მსგავსი ინფორმაციები