მარდინში 2 ტერორისტი გაანეიტრალეს

მარდინში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრი 2 ტერორისტი განეიტრალდა, რომელთაგან 1 წითელი ცირკულარით იძებნებოდა

2072088
მარდინში 2 ტერორისტი გაანეიტრალეს

მარდინში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრი 2 ტერორისტი განეიტრალდა, რომელთაგან 1 წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მარდინის დარგეჩითის რაიონში დააფიქსირეს ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ ტერორისტები იმყოფებოდნენ.

ტერორისტების თვალთვალი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.

დადგინდა, რომ მანქანა გაჩერებული იყო დარგეჩით-მიდიათის გზატკეცილზე ბენზინგასამართ სადგურზე.

რეგიონში მისულ უშიშროების ძალებს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ გაქცევას ვერ მოახერხებდნე, თავი აიფეთქეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი განეიტრალებული ტერორისტი ორჰან ელმა წითელი ცირკულარით ძებნილ ტერორისტებს შორის იყო.

მინისტრი იერლიქაიას თქმით, დადგინდა, რომ ტერორისტმა ელმამ 4 სხვადასხვა ტერორისტული აქტის მოწყობის მითითება გასცა, რომელთა შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #ანტიტერორისტული ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები