თურქი დიპლომატები ეგვიპტეს ეწვივნენ

თურქი დიპლომატები ეგვიპტეს ეწვივნენ

2069586
თურქი დიპლომატები ეგვიპტეს ეწვივნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იასინ ექრემ სერიმი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მუნირ ქარალოღლუ ღაზას სექტორისთვის გაწეული დახმარების ადგილზე გაცნობის მიზნით, ეგვიპტეში იმყოფებოდნენ.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, თურქმა დიპლომატებმა ეგვიპტეში, ამ ქვეყნის წითელი ნახევარმთვარის და კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

თურქი დიპლომატები ეგვიპტეში ვიზიტის დროს, ეწვივნენ ქალაქ ალ-არიშს, სადაც თურქეთის ჰუმანიტარული დახმარება იქნა მიწოდებული და რაფას სასაზღვრო კარიბჭეს, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იასინ ექრემ სერიმ რაფას სასაზღვრო კარიბჭესთან პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ინიციატივებს ყველა პლატფორმაზე პრობლემის გადასაჭრელად.



მსგავსი ინფორმაციები