პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2067480
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ ღაზას სექტორიდან უფრო მეტი პაციენტების თურქეთში ჩაყვანა და დაამატა, რომ მას სურს რაც შეიძლება მალე ეწვიოს ეგვიპტეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ალჟირში ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას დღის წესრიგის შესახებ შეფასებები გააკეთა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თავის ალჟირელ კოლეგასთან, აბდელმაჯიდ ტებუნისთან შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობები, ღაზაში მიმდინარე მოვლენები, რეგიონალური და სხვა გლობალური საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა შეფასებების დროს, ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა: „როგორც ორივე ქვეყანა, თურქეთი და ალჟირი, ჩვენ ვგმობთ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ გრძელდება ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელების უძველესი სამშობლო 1947 წლიდან თანდათანობით ოკუპირებულია ისრაელის მიერ, იმედი მაქვს ღაზა პალესტინის ტერიტორიად დარჩება. მსოფლიოს მასშტაბით, ქუჩებში პალესტინის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. მე არ მჯერა, რომ ჰამასს აქვს ან ექნება რაიმე უარყოფითი ქცევა მის ხელთ არსებული მშვიდობიანი მძევლების მიმართ. ისრაელს ამ დროისათვის მრავალი პალესტინელი ჰყავს დაპატიმრებული. ჰამასი სწორედ მათ გათავისუფლებაზე მუშაობს. კატარის ჩარევით პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა. ვფიქრობ, რომ მძევალთა გაცვლა დღეს ან ხვალ დაიწყება. რაც შეეხება თავდასხმების შედეგად დაშავებულ პალესტინელების მდგომარეობას, პირველ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში სიმსივნით დაავადებულთაგან 40 ჩამოვიდა. მეორე ეტაპზე ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და 88 პაციენტს და 67 თანმხლებ პირს მივაღწიეთ. ჩვენ, მათ, ჩვენი ქალაქის საავადმყოფოებში ვმკურნალობთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მეტი პაციენტი ჩამოვიყვანთ. მე შემიძლია რაც შეიძლება მოკლე დროში ვეწვიო ეგვიპტეს. ეს საკითხები იქნება ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ეგვიპტეში ვიზიტის დროს“.



მსგავსი ინფორმაციები