პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური ქსელის მეშვეობით პალესტინასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური ქსელის მეშვეობით პალესტინასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის სრული მხარდაჭერა პალესტინის სამართლიანი საქმისადმი უზრუნველყოფს ღაზელი ძმების ხმების გაგონებას.
პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალურ ქსელში პალესტინის საქმისადმი თურქეთის მიდგომის შესახებ პოსტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის სრული მხარდაჭერა პალესტინის სამართლიანი საქმისადმი უზრუნველყოფს ჩვენი ღაზელი ძმების ხმის გაგონებას. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ისტორიულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენი განზრახვები წმინდაა, ჩვენს მიერ წამოყენებული თეზისების სანდოობა იზრდება იმდენად, რამდენადაც ისინი მართალია. ამ თეზისების შედეგები ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბული ლიგის ერთობლივ სამიტზე ვნახეთ. ჩვენმა წინადადებებმა და თეზისებმა ჩამოაყალიბეს სამიტის საბოლოო დეკლარაცია. მე ეს ძალიან ღირებული მიმაჩნია. ახლა მთელი მსოფლიო უყურებს რას ამბობს თურქეთი თითქმის ყველა საკითხზე. იმ ძალით, რასაც ჩვენი ერისგან ვიღებთ, ვდგამთ თურქეთის რეპუტაციის ღირსეულ ნაბიჯებს. ჩვენი ხმამაღალი ხმის ფუნდამენტური საფუძველი არის ჩვენი ერის ნდობა და ურყევი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს უკან დგას“.
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართ სამედიცინო დახმარება გრძელდება
თურქეთის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართ სამედიცინო დახმარება გრძელდება

პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზაში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ შეაფასა
ნეთანიაჰუმ თავისი სახელი უკვე დაწერა ისტორიაში, როგორც „ღაზას ჯალათი“.