პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ისრაელის ხელისუფლება, რომელსაც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა აქვს ზურგს უკან, ზუსტად 25 დღეა, მთელი მსოფლიოს თვალწინ სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს“.
განცხადება პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.
ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას შეეხო ისრაელის თავდასხმებს პალესტინაზე და თქვა: „7 ოქტომბრიდან დღემდე ჩვენი ღაზელი ძმები დიდ სისასტიკესა და ტანჯვას განიცდიან. ისრაელის ხელისუფლება, რომელსაც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა აქვს ზურგს უკან, ზუსტად 25 დღეა, მთელი მსოფლიოს თვალწინ სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს“.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფო, რომელიც მკურნალობს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, ისრაელის ბარბაროსობის ბოლო მსხვერპლი გახდა და დაამატა: „ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელი, რომელმაც, როგორც ჩანს, მთლიანად დაკარგა სახელმწიფოებრივი გონება და მოქმედებს როგორც ორგანიზაცია, უნდა იქნას შეჩერებული რაც შეიძლება მალე“.
"ისრაელის პირდაპირი თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაზე 8500 პალესტინელი დაიღუპა, ძირითადად ჩვილები, ბავშვები და ქალები. ჩვენი მუშაობა გრძელდება იმისთვის რათა ღაზაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დამნაშავეებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ“. - განაცხადა თუქეთის პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ თურქეთის ჰუმანური, სამართლიანი და ღირსეული დამოკიდებულება კონფლიქტის პირველი დღიდან დღემდე გრძელდება და დაამატა: „ამ ხოცვა-ჟლეტის პრევენცია, რომელიც 25 დღეა გრძელდება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ გაიხსნას გზა მუდმივი მშვიდობისაკენ. ჩვენ გვჯერა, რომ „პალესტინა-ისრაელის საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია“, რომელიც ყველა შესაბამისი მხარის მონაწილეობით გაიმართება, ამისთვის ყველაზე შესაფერისი პლატფორმა იქნება“.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი საჭიროდ მიიჩნევენ რეგიონის აქტორებთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ახალი მექანიზმის ჩამოყალიბებას და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში.
„ევროპული ქვეყნების თაოსნობით დასავლურმა სამყარომ კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა ღაზაში ადამიანობის გამოცდა“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თურქეთის დახმარებამ, რომელთაგანაც ზოგიერთი ღაზამდე ჩავიდა, 213 ტონას მიაღწია.