ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2057539
ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ისრაელსა და პალესტინაში განვითარებულ მოვლენებსა და ნატოს გაფართოების პროცესზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა სატელეფონო საუბარი გამართა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, მინისტრი ფიდანი თავის ამერიკელ კოლეგა ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის დროს, დიპლომატებმა ღაზაში კონფლიქტის რეგიონში გავრცელების თავიდან აცილება, მძევლების გათავისუფლების მცდელობები, ჰუმანიტარული დახმარების დერეფნის შექმნის აქტუალურობა და ნატოს გაფართოების პროცესი განიხილეს.

სატელეფონო საუბრის დროს, მინისტრმა ფიდანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისრაელის მიერ ღაზაში მყოფი ხალხი განურჩევლად დაბომბვა.



მსგავსი ინფორმაციები