გუშინ თურქეთში რესპუბლიკის დღე აღინიშნა

გუშინ თურქეთში რესპუბლიკის დღე აღინიშნა

2057503
გუშინ თურქეთში რესპუბლიკის დღე აღინიშნა
soloturk 29 ekim.jpg
tcg anadolu 29 ekim.jpg

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით სახელმწიფოს მაღალჩინოსნები 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დაარსების წლისთავთან დაკავშირებით, რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს, ანითქაბირს ეწვივნენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და დელეგაციამ ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას, რის შემდეგაც ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

ამის შემდეგ ერდოღანი, თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის პოლიტიკური მანიფესტის „Misak-ı Milli“-ს სახელობის კოშკში გადავიდა, სადაც ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ვამაყობთ, რომ მივაღწიეთ 100 წლის იუბილეს. რესპუბლიკა კომპეტენტურ და უსაფრთხო ხელშია. ჩვენ ვცდილობდით სათანადოდ დავიცვათ თქვენი ნდობა ჩვენი 21 წლიანი მმართველობის განმავლობაში, რომლის ყოველი წამი ჩვენი ქვეყნისა და ერის სამსახურში გატარდა. როგორც ხელისუფლებამ, რომელმაც თურქეთი თავისი ისტორიის საინვესტიციო სვლებთან ერთად გააერთიანა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაგვირგვინოთ ჩვენი რესპუბლიკის მეორე საუკუნე თურქეთის საუკუნით".

შემდეგ კი ანითქაბირი ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

ანითქაბირში გამართული ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა მილოცვები მიიღო საპრეზიდენტო კომპლექსში.

ცერემონია ასევე გაიმართა პირველ პარლამენტში, სადაც რესპუბლიკა გამოცხადდა. აქ სიტყვით გამოვიდა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუში.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის წინ ულუსის მიმართულებით აღლუმი "ჩვენი რესპუბლიკის 100 წლისთავი" გაიმართა. SOLOTURK-მა განახორციელა საჩვენებელი ფრენა ანითქაბირის თავზე.

თურქეთის დროით 17:00 საათზე სტამბოლის სრუტეში საზღვაო ფლოტის ისტორიაში ყველაზე დიდი აღლუმი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 100 გემმა TCG Anadolu-ს თაოსნობით.

გემებს თან ახლდა 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის „თურქული ვასრკვლავები“ და SOLOTÜRK-ი.

პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც დაესწრო აღლუმს, სიტყვით გამოვიდა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 19:23 საათზე.

15 ივლისს დაღუპულთა სახელობის ხიდზე 2023 დრონით წარმოდგენა გაიმართა. სრუტე სინათლისა და ფეიერვერკების სცენად გადაიქცა.

ზეიმებმა პიკს მიაღწია SOLOTÜRK-ისა და „თურქული ვარსკვლავების“ საფრენოსნო შოუებით, მრავალი ღონისძიებითა და კონცერტებით.


საკვანძო სიტყვები: #რესპუბლიკის დღე , #29 ოქტომბერი

მსგავსი ინფორმაციები