წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მოწოდება ღაზასთან დაკავშირებით

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მოწოდება ღაზასთან დაკავშირებით

2053069
წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მოწოდება ღაზასთან დაკავშირებით

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ფატმა მერიჩ ილმაზმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ღაზაში საავადმყოფოში და თქვა: „ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომ ხმა აიმაღლოს ამ თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა მივაწოდოთ როგორმე დახმარება, საკვები და მედიკამენტები ღაზაში მყოფ პაციენტებს“.

ილმაზმა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სამი თვითმფრინავი გაიგზავნა AFAD-თან ერთად (სტიქიების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანო), მაგრამ დახმარება ამჟამად ინახება რაფას სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ეგვიპტის მხარეს.

ილმაზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სერიოზულ ძალისხმევას იჩენენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.

„ჰუმანიტარული დახმარების დერეფანი აუცილებლად უნდა გაიხსნას. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და კონფლიქტის მხარეებს შეახსენოს ომის კანონი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები,“ განაცხადა ფატმა მერიჩ ილმაზმა.



მსგავსი ინფორმაციები