ნუმან ქურთულმუში: „მსოფლიო მშვიდობისთვის პალესტინის პრობლემა უნდა გადაწყდეს“

ნუმან ქურთულმუში: „მსოფლიო მშვიდობისთვის პალესტინის პრობლემა უნდა გადაწყდეს“

2049102
ნუმან ქურთულმუში: „მსოფლიო მშვიდობისთვის პალესტინის პრობლემა უნდა გადაწყდეს“

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინას შორის კონფლიქტები უნდა დასრულდეს და სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი.

ნუმან ქურთულმუშმა გუშინ, ანკარაში  ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტის აკადემიური წლის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა და 7 ოქტომბერს დაწყებულ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „განა ყველას აქვს უფლება იცხოვროს ახლო აღმოსავლეთში, გარდა ღარიბი და უმწეო პალესტინელებისა? ისრაელს აქვს უფლება არსებობდეს ახლო აღმოსავლეთში და არა აქვს უფლება დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოს? აუცილებელია ეს ორმაგი სტანდარტები აღმოიფხვრას და რაც შეიძლება მალე აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. მსოფლიო მშვიდობის კარი ახლო აღმოსავლეთში იღება, ხოლო, ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის კარი არის პალესტინის საკითხის გადაწყვეტა. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასასრულებლად“.



მსგავსი ინფორმაციები