იაშარ გიულერმა ერაყელ კოლეგას უმასპინძლა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და ერაყის თავდაცვის მინისტრმა თაბიტ მუჰამედ ალ აბასიმ სამხედრო და თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

2046970
იაშარ გიულერმა ერაყელ კოლეგას უმასპინძლა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და ერაყის თავდაცვის მინისტრმა თაბიტ მუჰამედ ალ აბასიმ სამხედრო და თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიულერმა ერაყელი კოლეგა, რომელიც მისი მიწვევით თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სამხედრო ცერემონიით მიიღო დედაქალაქ ანკარაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროში.

ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა ჯერ პირისპირი შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი დელეგაციების შეხვედრას უხელმძღვანელეს.

შეხვედრაზე, სადაც რეგიონული სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მინისტრმა გიულერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყი და თურქეთი ძლიერი ისტორიული და სოციალური კავშირების მქონე მოძმე და მეზობელი ქვეყნები არიან. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და სასაძღვრო უსაფრთხოების თაოსნობით გამოითქვა ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯებით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

გიულერმა გამოხატა სიამოვნება თურქეთში აბასის მასპინძლობის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ერაყელ ხალხს გასულ თვეში მოსულის ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო.



მსგავსი ინფორმაციები