რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?

რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?

2043770
რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?

გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით ახალი შემადგენლობით პირველი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, ხაზი გაესვა ტერორიზმთან ბრძოლის სიმტკიცეს.

ეროვნული უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგია:

  • ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით PKK/KCK-PYD/YPG, FETÖ-ს და დაეში-ს წინააღმდეგ ოპერაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთა უწყვეტლივ გაგრძელდება.
  • სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/KCK-PYD/YPG, რომელიც კლავს უდანაშაულო ადამიანებს, ძალით მიჰყავს ბავშვები და იყენებს ტერორისტულ საქმიანობებში, ადასტურებს, რომ არის ყველაზე დიდი დაბრკოლება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობისა და სიმშვიდისთვის.

ჩკთრ-ში სოფელ პილას გზის დაძაბულობა

  • გაეროს სამშვიდობო ძალების ორმაგი სტანდარტების დამოკიდებულება და საქმიანობა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) სუვერენიტეტის მიმართ და კვიპროსელი თურქების ჰუმანიტარული საჭიროებების შეზღუდვა შეუთავსებელია მიუკერძოებლობის ვალდებულებასთან და ზიანს აყენებს მის რეპუტაციას. თურქეთი კვლავ იქნება კვიპროსელების უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებების ფარგლებში.

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა

  • ყველა მხარეს, განსაკუთრებით სომხეთს, მოვუწოდებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა შეიძლება გაიხსნას მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო დამყარებით და იმ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის კეთილდღეობას. თურქეთი გააგრძელებს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ძალისხმევას.

უკრაინა-რუსეთის ომი

  • საბჭოზე განხილულ იქნა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები და გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინება; დადასტურდა თურქეთის გადაწყვეტილება, გააგრძელოს ძალისხმევა ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისათვის შესაბამისი ძალისხმევის გაგრძელება.

კოსოვოში მიმდინარე მოვლენები

  • შეფასდა კოსოვოში განვითარებული მოვლენები და ბალკანეთის ბოლო ვითარება; აღინიშნა, რომ თურქეთი მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს მშვიდობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად რეგიონში.

ლიბიის მხარდაჭერა

  • აღინიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს დახმარებას და მხარდაჭერას მეგობარი და მოძმე ლიბიელი ხალხისთვის, რომელიც გადიან მძიმე პერიოდებს.


მსგავსი ინფორმაციები