დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება

2043218
დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება

პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება. დღის წესრიგში იქნება ტერორიზმთან ბრძოლა და რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები. შეხვედრას ასევე პირველად დაესწრება გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მეთინ გურაქი.

დაახლოებით 2 თვიანი შესვენების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭო კვლავ იკრიბება. ბეშთეფეში დაგეგმილ შეხვედრას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უხელმძღვანელებს.

ტერორიზმთან ბრძოლა პირველ თემებს შორის იქნება. განიხილება ანტიტერორისტული ოპერაციები საზღვარზე და მის ფარგლებს გარეთ და სირიაში განვითარებული მოვლენები.

განიხილება რეგიონული მოვლენები

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში წარმატებით განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაცია და რეგიონში განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ შეფასდება საბჭის სხდომაზე.

ასევე გათვალისწინებულია რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი ვითარების და მარცვლეულის გადაზიდვის საკითხის განხილვა, რომელიც რუსეთის გასვლით დასრულდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პირველად დაესწრებიან გენერალური შტაბის უფროსი გენერალი მეთინ გურაქი, სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი სელჩუკ ბაირაქტაროღლუ და საჰაერო ძალების სარდალი გენერალი ზია ჯემალ ქადიოღლუ.


საკვანძო სიტყვები: #ეროვნული უშიშროების საბჭო

მსგავსი ინფორმაციები