პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში თურქ ჟურნალისტებს შეხვდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა

2040664
პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში თურქ ჟურნალისტებს შეხვდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

აშშ-ში ვიზიტის დასასრულს ნიუ-იორკში „თურქევში“ ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ დაასრულეს ნიუ იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გამართული ვიზიტი და რომ ეს ვიზიტი უკიდურესად პროდუქტიული და ინტენსიური ვიზიტი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის გარდა მრავალი შეხვედრა გამართა და დაამატა: „გენერალური ასამბლეის დაწყებამდე 17 სექტემბერს შევხვდით ჩვენს თურქ მესხ დაძმებს და მათ, ვინც ჩვენი მოქალაქეობა მიიღო გადავეცით პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. თურქულ-ამერიკული ეროვნული სამეთვალყურეო კომიტეტის სხდომაზე შევხვდით აქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. 18 სექტემბერს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები.

ხელი მოვაწერეთ „გლობალური ნულოვანი ნარჩენების კეთილგანწყობის დეკლარაციას“, რომელიც გადაიქცა მსოფლიო მოძრაობად ჩემი მეუღლის, ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობით. იმავე დღეს სიტყვით გამოვედი ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონკორდიას 2023 წლის სამიტზე და მივიღე ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, წლევანდელი გენერალური ასამბლეის შეხვედრების გაიმართა თემაზე „ნდობის აღდგენა და გლობალური სოლიდარობის აღორძინება“. 19 სექტემბერს, გახსნის სესიაზე გენერალური ასამბლეისადმი ჩვენს მიმართვაში, მე ყურადღება გავამახვილე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას კაცობრიობის უსაფრთხო და აყვავებული მომავლისთვის.

მე გამოვთქვი თურქეთის შეხედულებები საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. გამოვთქვი მნიშვნელობა, რომელსაც ვანიჭებთ ოჯახის ინსტიტუტის დაცვას, რომელსაც გლობალური ლობები ყოველდღიურად უფრო და უფრო თავს ესხმიან. კვლავ ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი მოწოდება "სამყარო ხუთზე დიდია". ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოწოდების მხარდაჭერა იზრდება და კმაყოფილი ვართ ამით კაცობრიობის სახელით.

ბოლოს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტერეშმაც მსგავსი გამონათქვამებით ისაუბრა გაეროს რეფორმის აუცილებლობაზე. გლობალური სისტემის მიერ პრობლემების გადაჭრის უნარის დაკარგვასთან ერთად, ამ საკითხის სიმართლე აშკარად ჩანს.

ნიუ-იორკში ვიზიტის დროს ბევრი მიღება და შეხვედრა გვქონდა. ამ ფარგლებში შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ღარიბაშვილს და SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელს ილონ მასკს, ალჟირის პრეზიდენტს ბატონ ტებუნს, ნატოს გენერალურ მდივანს ბატონ სტოლტენბერგს, პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ დუდას, იტალიის პრემიერ-მინისტრს ქალბატონ მელონის, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბატონ ნეთანიაჰუს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ მიცოტაკისს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ბატონ რამაფოსას და მალაიზიის პრემიერ მინისტრს ბატონ ენვერ იბრაჰიმს. ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო შესაძლებლობები, კომერციული თანამშრომლობა და დღის წესრიგის სხვა საკითხები.

ჩვენ ასევე შევხდვით ამერიკის ებრაული საზოგადოების წარმომადგენლებს და შევაფასეთ საერთო ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ისლამოფობიასთან და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენმა „თურქული სახლის“ შენობამ, რომელიც 2021 წელს გავხსენით, წელსაც უმასპინძლა მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებს.

ჩემი ვიზიტის დროს ასევე გვქონდა ინტერვიუები ამერიკულ მედია ორგანიზაციებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები და კონტაქტები ჩვენი ქვეყნისა და ერის თაოსნობით სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის“.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები