ნიუ-იორკში პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომატიური შეხვედრები გრძელდება

ნიუ-იორკში პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომატიური შეხვედრები გრძელდება

2039014
ნიუ-იორკში პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომატიური შეხვედრები გრძელდება
aa_picture_20230918_32184513.jpg
F6WNmtYXQAAHi85.jpg

ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩასული პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქევში დიპლომატიურ შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქევში ალჟირის პრეზიდენტი აბდულმაჯიდ ტბუნი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიღო.

პრეზიდენტ ერდოღანის ალჟირის პრეზიდენტ ტებუნისთან შეხვედრა პრესისათვის დახურულ ფორმატში ნახევარი საათი გაგრძელდა.

შეხვედრაზე შეფასებები გაკეთდა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, გაეროს დღის წესრიგზე, რეგიონულ და გლობალურ მოვლენებზე. ლიდერებმა ასევე განიხილეს აფრიკაში არსებული დაძაბულობა და ორი ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

ტებუნისთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო. შეხვედრა, რომელიც პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა, 50 წუთი გაგრძელდა.

შეხვედრაზე, რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენები იქნა განხილული.

თურქევში ერდოღანი ასევე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, პრესისთვის დახურული იყო.

შეხვედრაზე, ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური მოვლენები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული.

პრეზიდენტ ერდოღანის თურქევში გამართულ შეხვედრებს, ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირი, სადაზვერვო სამსახურის (MİT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ელჩი აქიფ ჩაღათაი ქილიჩი.



მსგავსი ინფორმაციები