პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ინდოეთში გაემგზავრება
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ინდოეთში გაემგზავრება G20-ის ლიდერების სამიტზე დასასწრებად
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ინდოეთში გაემგზავრება G20-ის ლიდერების სამიტზე დასასწრებად.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8-10 სექტემბერს ეწვევა ინდოეთს, რათა დაესწროს G20-ის ლიდერთა მე-18 სამიტს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში გაიმართება.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, G20-ის ლიდერები სამიტზე თავიანთ მოსაზრებებს გაცვლიან სამ სესიაზე, რომელთა მთავარი თემა იქნება "ერთი სამყარო, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი".
პრეზიდენტი ერდოღანი, სავარაუდოდ, შეხვდება G20-ის ლიდერებს და ასევე სამიტზე დამსწრე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს.
შემდეგ კი ერდოღანი აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავა.
იგი დაესწრება გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეას, რომელიც 17-21 სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარდება.
ერდოღანი, რომელიც აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, სავარაუდოდ შეეხაბა ისეთ თემებს, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, სირია, პალესტინა და ჩკთრ, ტერორიზმთან ბრძოლა, ლტოლვილთა პრობლემა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.