პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2031587
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გადადგმული სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯებით ასახელებს საკუთარ თავს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, გუშინ, სტამბოლში საზღვაო აკადემიის დიპლომისა და დროშის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომლის ვარსკვლავი სტაბილურობის ძეგლად ანათებს ომებითა და დაძაბულობით სავსე გეოგრაფიაში.

„ჩვენ გვაქვს ბოსფორისა და დარდანელის სრუტე, ორი ყველაზე სტრატეგიული წყალგამტარი მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინას შორის გაჩაღებული კონფლიქტებით, მთელი კაცობრიობის თვალი თითქმის შავი ზღვისკენ იყო მიპყრობილი. გარდა იმისა, რომ ის კრიტიკულ როლს თამაშობს, გლობალურ ვაჭრობაში, ხმელთაშუა ზღვა გამოირჩევა თავისი ენერგეტიკული რესურსებით. საუკუნის წინ ჩვენი რეგიონი, რომელიც ძალაუფლების კონკურენციის ასპარეზი იყო, დღესაც იგივე ბრძოლების სცენაა. რეგიონში, სადაც ქაოსი და გაურკვევლობა იზრდება, თურქეთმა გაითქვა სახელი თავისი სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯებით. თურქეთი ერთ-ერთია იმ 10 ქვეყანას შორის, რომელმაც შეძლო საკუთარი გემების დიზაინი, განვითარება, აშენება და შენარჩუნება სამხედრო ტექნოლოგიაში“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები