პრეზიდენტი ერდოღანი ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემიაში გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემიაში გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

2027961
პრეზიდენტი ერდოღანი ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემიაში გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემიაში გამართულ ოფიცერთა და სერჟანტთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა კმაყოფილება გამოხატა ჟანდარმერიის გენერალური სარდლობისა და სანაპირო დაცვის სარდლობის ამ საამაყო დღესთან დაკავშირებით და მიულოცა მათ, ვინც სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს სწავლას ამთავრებს 791 ოფიცერი, მათ შორის 690 კაცი, 82 ქალი და 19 სტუმარი და 2700 კაცი და 319 ქალი სერჟანტი, სულ 3810 სტუდენტი სხვადასხვა ფაკულტეტის, ეროვნების და წოდების.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „დღემდე ჟანდარმერიას შეუერთდა 3112 ოფიცერი და 22835 სერჟანტი, ჩვენს სანაპირო დაცვას შეუერთდა 351 ოფიცერი და 960 სერჟნტი. ანალოგიურად, 44 საერთაშორისო სტუდენტმა მეგობარი და მოკავშირე ქვეყნებიდან დაასრულა სწავლა აკადემიაში და დაბრუნდა თავის ქვეყანაში“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს ამ რიცხვს ახალი ჯარისკაცები და ახალი ახალგაზრდა გულები შეემატება და ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის ორგანიზაციები ახალი კურსდამთავრებულების მონაწილეობით კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

მისივე თქმით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის დროსაც 253 ადამიანი დაიღუპა, კრიტიკული ინსტიტუტების რესტრუქტურიზაცია მოახდინეს და მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს საგანმანათლებლო პროცესებიდან დაწყებული ადამიანური რესურსების უზრუნველყოფამდე და დანიშვნებიდან სასწავლო გეგმამდე.



მსგავსი ინფორმაციები