ჰაქან ფიდანი ელჩების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

ჰაქან ფიდანი ელჩების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

2021185
ჰაქან ფიდანი ელჩების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათ უკან მყოფ ძალებს თურქეთსა და რეგიონში.

ჰაქან ფიდანმა ამის შესახებ, პრეზიდენტის კომპლექსში, ელჩების მე-14 კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან, კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ გაააქტიურებენ ზომებს და ინიციატივებს მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის.

„მათი სახელი იქნება PKK თუ FETÖ, ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათ უკან არსებულ ძალებს სურვილისებრ იმოქმედონ ჩვენს ქვეყნასა და რეგიონში. ჩვენ არ დავტოვებთ სივრცეს, არ მივცემთ მათ ამოსუნთქვის საშუალებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ  PKK-თან სირიასა და ერაყში თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს“, განაცხადა ჰაქან ფიდანმა.

კონფერენციის  გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და დასძინა: „შავ ზღვაში სიმშვიდის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინების მიზნით. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება.“

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

„ჩვენ ვეცდებით შევინარჩუნოთ პოზიტიური ატმოსფერო საბერძნეთთან. საბერძნეთისგან ველით იგივე გულწრფელობას, ეგეოსის ზღვაში. ჩვენი პოზიცია კვიპროსზე, ჩვენს ეროვნულ საქმესთან დაკავშირებით, ნათელია“, აღნიშნა ფიდანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პალესტინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარება ორი სახელმწიფოს ფორმატში უნდა მოხდეს.

მან, ბოლოს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც შეეხო და კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ გახდება გლობალური აქტორი თურქეთის გარეშე.  



მსგავსი ინფორმაციები