იაშარ გიულერი: „კვიპროსი ჩვენი ეროვნული საკითხია“

იაშარ გიულერი: „კვიპროსი ჩვენი ეროვნული საკითხია“

2018952
იაშარ გიულერი: „კვიპროსი ჩვენი ეროვნული საკითხია“

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ კვიპროსის თემა მათთვის ეროვნული საკითხია. „ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია კვიპროსის საკითხის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტა ისე, რომ გარანტირებული იყოს კვიპროსელი თურქების ლეგიტიმური ინტერესები და უსაფრთხოება“, განაცხადა იაშარ გიულერმა.

მინისტრმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დღის მიღებაზე დასწრების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა: „ჩაგვრა, ჩახშობის პოლიტიკა და ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც კვიპროსელი თურქები ექვემდებარებოდნენ კუნძულზე, არ შეუწყვეტია ჩვენი ძმების კანონიერი ბრძოლა. პირიქით, მათ შეძლეს ბრძოლა თავიანთი დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. თურქეთი ყოველთვის ედგა კვიპროსელ ძმებს ამ ბრძოლაში და ყველა ღონეს ხმარობდა კუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. როგორც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, კვიპროსი ჩვენი ეროვნული საკითხია. ამიტომ, კვიპროსის საკითხი უნდა დავიცვათ. კვიპროსელი თურქი ხალხის ლეგიტიმური ინტერესები და უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი და სურვილია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს, კუნძულზე არსებული პრობლემები“.


საკვანძო სიტყვები: #კვიპროსი , #იაშარ გიულერი

მსგავსი ინფორმაციები