პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთშია

პრეზიდენტ ერდოღანს ოფიციალური ცერემონიით დახვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

2012616
პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთშია

პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთშია

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავიდა.

იქ პრეზიდენტ ერდოღანს ოფიციალური ცერემონიით დახვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი.

ალ სალამის სასახლეში შესვლისთანავე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ერდოღანს მანქანიდან გადმოსვლისას მიესალმა.

მას შემდეგ, რაც ერდოღანმა და სალმანმა ადგილები დაიკავეს საზეიმო ზონაში, ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

ერდოღანი სამხედროებს მიესალმა, ორი ქვეყნის დელეგაციების წარდგენის შემდეგ კი თურქეთის პრეზიდენტი და სალმანი დელეგაციების შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირი, ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილეები ომერ ჩელიქი, ზაფერ სირაქაია, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი, დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ელჩი, აკიფ ჩაღათაი ქილიჩი.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

შეხვედრა ალ სალამის სასახლეში პრესისთვის დახურული იყო.



მსგავსი ინფორმაციები