დღეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მოღალატური გადატრიალების მცდელობის მეშვიდე წლისთავია

დღეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მოღალატური გადატრიალების მცდელობის მეშვიდე წლისთავია

2011561
დღეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მოღალატური გადატრიალების მცდელობის მეშვიდე წლისთავია
15 temmuz 1.jpg

დღეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მოღალატური გადატრიალების მცდელობის მეშვიდე წლისთავია.

FETÖ-ს წევრებმა, რომლებსაც სურდათ ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ ერთიანობასა და მთლიანობაზე თავდასხმით, სცადეს მოღალატური გადატრიალების მოწყობა 2016 წლის 15 ივლისს.

ეს მოღალატური მცდელობა მოიგერია დემოკრატიისა და არჩეული ნების დასაცავად თურქი ხალხის ლეგენდარულმა წინააღმდეგობამ.

FETÖ-ს სისხლიანმა გადატრიალების მცდელობამ, რომელმაც შეაღწია ქვეყნის ბევრ ინსტიტუტში, განსაკუთრებით სამხედრო და უსაფრთხოების ძალებში, გამოავლინა თავისი თავი 2016 წლის 15 ივლისს და იგი ჩაიშალა იმ მოქალაქეების მხარდაჭერით, რომლებმაც გაავსეს მოედნები დემოკრატიის დასაცავად, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებით.

თურქი ერის გამბედაობითა და მონდომებით მიღწეულმა ამ გამარჯვებამ გამოავლინა მსოფლიოში უპრეცედენტო განწყობა და დემოკრატიის ცნობიერება.

ამ ბრძოლაში, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც დიდებული წინააღმდეგობა, მოწამეობრივად დაიღუპა 251 პატრიოტი, რომლებიც მთელი თურქეთის მოედნებზე გამოვიდნენ და წინ გადაუდგნენ ტანკებსა და ტყვიებს.

15 ივლისის გამარჯვების მე-7 წლისთავზე თურქეთი იხსენებს დაღუპულებს, რომლებმაც სამშობლოსა და დროშისთვის უყოყმანოდ გაწირეს თავი.

„15 ივლისი დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც განსაკუთრებულად არის მომზადებული, რათა ეს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და მებრძოლი სული, რომლის შედეგადაც გამარჯვება მოვიდა, ყოველთვის ცოცხალი იყოს სოციალურ მეხსიერებაში.



მსგავსი ინფორმაციები