საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ინდონეზიას ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ინდონეზიას ეწვევა
![საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ინდონეზიას ეწვევა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/3131/d795/4a54/64a3f70dede8e.jpg?time=1718341950)
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ინდონეზიას ეწვევა
საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 13-15 ივლისს ინდონეზიაში ვიზიტის დროს სამმხრივ შეხვედრას გამართავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია ASEAN-ის როტაციული თავმჯდომარე, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარსუდთან და ASEAN-ის გენერალურ მდივანთან კაო კიმ ჰურნთან.
შეხვედრაზე განიხილება მათი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და თანამშრომლობის წინადადებები მომავალი პერიოდისთვის.
განცხადებაში ნათქვამია: „ბატონი მინისტრი ASEAN-თურქეთის დარგობრივი დიალოგის პარტნიორობის მეხუთე სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად და ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს რეტნო ლ.პ. მარსუდის მიწვევით ორმხრივი შეხვედრების ჩასატარებლად ინდონეზიას 2023 წლის 13-15 ივლისს ეწვევა. თურქეთ-ASEAN-ის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა შეფასდება და მომავალი პერიოდისთვის თანამშრომლობის კონკრეტული წინადადებები განიხილება სამმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრი გამართავს ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარსუდისთან და ASEAN-ის გენერალურ მდივანთან კაო კიმ ჰურნთან“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, რომ ჩვენი მინისტრის ინდონეზიელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილება თურქეთ-ინდონეზიის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები და მოხდება მოსაზრებების გაცვლა რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე“.
მსგავსი ინფორმაციები
![მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/3481/182a/3d8b/666ac8d23de36.jpg?time=1718341951)
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა