შვეიცარიის ელჩი ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

შვეიცარიის ელჩი ანკარაში ციურიხში პრეზიდენტ ერდოღანის საწინააღმდეგო პროვოკაციული აქციის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

2000358
შვეიცარიის ელჩი ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

შვეიცარიის ელჩი ანკარაში, ჟან დანიელ რუჩი, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საწინააღმდეგო პროვოკაციული აქციის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

დიპლომატიურმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ციურიხში მაკეტის დაწვისა და პრეზიდენტ ერდოღანის საწინააღმდეგო ბანერის გამოფენის ინციდენტის შემდეგ, შვეიცარიის ელჩი ანკარაში რუჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის ელჩმა მეჰმედ ქემალ ბოზაიმ.

შეხვედრისას ელჩ რუჩთან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პროვოკაციული ქმედება პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ყოვლად მიუღებელია და მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ უნდა იყოს დაშვებული, ასევე მოითხოვეს მომხდარზე გამოძიების დაწყება, დამნაშავეების გამოვლენა და საჭირო ქმედებების სწრაფად ჩატარება.

მეორეს მხრივ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) თავმჯდომარის მოადგილემ და სპიკერმა ომერ ჩელიკმა დაგმო შვეიცარიაში მომხდარი პროვოკაცია სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში.

„ჩვენ ვგმობთ შვეიცარიაში ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მხარდამჭერების მახინჯ თავდასხმას, რომლის სამინზეც თურქეთის დროშა და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყო“. - განაცხადა ჩელიქმა.



მსგავსი ინფორმაციები