ერთობლივი მექანიზმის მეოთხე შეხვედრა ანკარაში გაიმართა

ერთობლივი მექანიზმის მეოთხე შეხვედრა ანკარაში გაიმართა

1999829
ერთობლივი მექანიზმის მეოთხე შეხვედრა ანკარაში გაიმართა

ერთობლივი მექანიზმის მეოთხე შეხვედრა, რომელიც სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა და რომელშიც თურქეთის, ფინეთის, შვედეთისა და ნატოს დელეგაციები შედიან, გუშინ ანკარაში გაიმართა.

პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის, ელჩის, აქიფ ჩაღათაი ქილიჩის მასპინძლობით გამართული შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

შეხვედრას დაესწრნენ ნატოს გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსი სტიან იენსენი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იან კნუტსონი და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იუკა სალოვარა.

შეხვედრაზე განიხილეს შვედეთის მიერ სამმხრივ მემორანდუმში აღებული ვალდებულებების კონტექსტში გადადგმული ნაბიჯები. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლაში მიღებული ზომების ასახვა, განსაკუთრებით შვედეთში 2023 წლის 1 ივნისს ძალაში შესული ახალი კანონმდებლობა და ამ ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

ანკარაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული.

„შვედეთმა შეასრულა თავის ვალდებულებები. მათ შეცვალეს კონსტიტუცია, გაამკაცრეს ანტიტერორისტული კანონი და გააუქმეს შეზღუდვები თურქეთში იარაღის ექსპორტზე. მაგალითად ამ კვირაში PKK-სთან კავშირში მყოფი პირის ექსტრადიციის საკითხიც იქნა განხილული. ეს კარგია როგორც ტერორიზმთან ბრძოლისთვის, ასევე შვედეთის ძალისხმევისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, რადგან ეს ჯგუფები ძირითადად ურთიერთდაკავშირებულნი არიან. შვედეთში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულები და მონაწილეები, თურქეთში ტერორისტულ აქტებში ხშირად მონაწილეობდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შვედეთის ალიანსში მიღებაზე მუშაობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, გასული წლის 28 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს, რომლებიც მოითხოვენ ნატოში გაწევრიანებას.

თურქეთმა კი ფინეთის, რომელმაც დააკმაყოფილა ანკარის მოთხოვნები, ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. რაც შეეხება შვედეთს, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, ვეტო დაადო.



მსგავსი ინფორმაციები