ჰაქან ფიდანს კოლეგები ულოცავენ

ჰაქან ფიდანს კოლეგები ულოცავენ

1995127
ჰაქან ფიდანს კოლეგები ულოცავენ

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან გამოცხადებულ ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულ ჰაქან ფიდანს, თავისი უცხოელი კოლეგები ამ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. ჰაქან ფიდანს უკვე მიულოცეს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, აზერბაიჯანის,  უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მისალოც მესიჯში აღნიშნავს: „ვულოცავ თურქეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს ჰაქან ფიდანს. მოუთმენლად ველი ახალ მინისტრთან მუშაობას. თურქეთი ღირებულია, როგორც ნატოს მოკავშირე და პარტნიორი“.



მსგავსი ინფორმაციები