ვინ გახდება თურქეთის მე-13 პრეზიდენტი?

ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

1991992
ვინ გახდება თურქეთის მე-13 პრეზიდენტი?

დღეს, ისტორიაში პირველად, თურქეთში ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, რომელზეც მოსახლეობა აირჩია 5 წლის ვადით პრეზიდენტი. ხმის მიცემის პროცედურა, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა.

ცნობისათვის, მეორე ტურში მონაწილებდნენ პრეზიდენტების ის კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში (14 მაისს) ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. ასე, რომ მეორე ტურში იბრძოდნენ, სახალხო ალიანსი კანდიდატი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ეროვნული ალიანსის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტობის კანდიდატებს, სახალხო ალიანსი კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა მეუღლემ ემინე ერდოღანმა ხმა სტამბოლში მისცეს.

ხოლო, ეროვნული ალიანსის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და მისმა მეუღლემ სელვი ქილიჩდაროღლუმ  საკუთარი პოზიციები, ანკარაში დააფიქსირეს.



მსგავსი ინფორმაციები