აქტუალური თემის ანალიზი 38-2023

14 მაისის არჩევნები და შედეგები

1988112
აქტუალური თემის ანალიზი 38-2023

აქტუალური თემის ანალიზი 38-2023

14 მაისის არჩევნები და შედეგები

თურქეთმა დემოკრატიულ გარემოში ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები ჩაატარა. თურქეთის არჩევნებს მსოფლიოს ყველა დედაქალაქი ყურადღებით ადევნებდა თვალს. 88,92 პროცენტიანი აქტივობით ეროვნული ნება საარჩევნო ყუთში აისახა და თურქულმა დემოკრატიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სიძლიერე. პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც ხმების 49,5% მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ქემალ ქილიჩდაროღლუს 5 ქულით გაუსწრო. სახალხო ალიანსმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) და ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (MHP) რომელმაც ხმების 49,5% მიიღო, 600 დეპუტატიან პარლამენტში 322 სავარძლით უმრავლესობა მოიპოვა. ამ აქტივობით ერდოღანი, რომელსაც დამატებითი ხმების 0,5 პროცენტი სჭირდება, სავარაუდოდ, მეორე ტურში იოლად გაიმარჯვებს.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ბევრ პარამეტრში წააგო. 14 მაისი არჩევნების შედეგებმა, ოპოზიციის ამომრჩევლებში დიდი დემორალიზება გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ ამომრჩევლების რეაქცია, რომლებსაც როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ქილიჩდაროღლუს პირველ ტურში 55 პროცენტით გამარჯვების მოტივაცია ჰქონდათ, CHP-სა და ქილიჩდაროღლუსკენ იქნება მიმართული. არჩევნების ღამეს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებმა მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი არ გააღიზიანა. იმამოღლუს, იავაშის და ქილიჩდაროღლუს განცხადებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მონაცემებს (ქილიჩდაროღლუ მე-13 პრეზიდენტად გამოაცხადეს), ძალიან ცუდი დასაწყისი იყო მეორე ტურისთვის. ოპოზიციას სურს მოამზადოს კამპანია, თითქოს ახალ არჩევნებზე მიდის. რამდენიმე რამ, რაც ქილიჩდაროღლუმ არჩევნების ღამეს ტელეეკრანების წინ თქვა 1 წუთსა და 51 წამში, ორი მერითა და 5 ლიდერით, სხვა არაფერი იყო, თუ არა ერდოღანის დადანაშაულება და მტკიცება, რომ „ჩვენ გავიმარჯვებთ მეორე ტურში“. „მე აქ ვარ“ ვიდეოთი, ქილიჩდაროღლუ, როგორც ჩანს, გზავნილს აძლევს CHP-ს ხელმძღვანელობას და არა მეორე ტურს. ქილიჩდაროღლუს ძალიან გაუჭირდება ეროვნული ალიანსის პარტიების ამომრჩევლების მეორე ტურში მიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუ ირწმუნება, რომ მან მიაღწია კარგ შედეგებს 44 პროცენტით, ეს არის სერიოზული ნაკლი იმ პარტიისთვის, რომელსაც შეუძლია წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი.

მემარჯვენე პარტიებმა აჩვენეს, რომ კარგი ვაჭრობა ჰქონდათ 34-35 დეპუტატის მეჯლისში შეყვანით, მაგრამ CHP-ს ამომრჩევლებმა ამ პარტიების მოთმინებისთვის ჯილდო ვერ დაინახეს. აქშენერმა, ქილიჩდაროღლუ გამოაცხადა კანდიდატად, რომელიც ვერ გაიმარჯვებდა, როგორც ჩანს, ის მართალი იყო. ჯერ არ ვიცით, გახდება თუ არა იმამოღლუ პარტიის თავმჯდომარე იავაშთან ერთად.

არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ნაციონალისტი ამომრჩევლის წინა პლანზე გამოსვლა. უპირველეს ყოვლისა, MHP-მ აიღო 10 პროცენტი, რამაც კვლავ გააკვირვა ზოგიერთი გამოკითხვის მონაწილე. İYİ Parti-ამაც („კარგი პარტია“) თითქმის 10 პროცენტი აიღო. სინან ოღანმა აჩვენა, რომ მეორე ტურში ნაციონალისტი ამომრჩევლები 5 პროცენტს გადააჭარბებენ. როდესაც სახალხო ალიანსმა მოიპოვა უმრავლესობა და HDP ანუ YSP 8 პროცენტამდე დაეცა, YSP-ის პრეტენზია საკვანძო პოზიციაზე, როგორც ჩანს, მთლიანად გაქრა. პირიქით, გაირკვა, რომ YSP-სთან ერთად მოქმედი კანდიდატი წააგებდა. ეჭვგარეშეა, რომ 14 მაისის არჩევნებში გამარჯვებულები არიან ერდოღანი და მისი პარტია. 21 წლიანი ძალაუფლების ტვირთის მიუხედავად, AKP-მ მიიღო 35%-ზე მეტი ხმა, ხოლო სახალხო ალიანსმა მიაღწია 50 პროცენტს და უმრავლესობა მოიპოვა მეჯლისში. ერდოღანი მეორე ტურში ძალიან მარტივად იმარჯვებს, კვლავ MHP-ს 10 პროცენტით და სხვა იმ პარტიების მხარდაჭერით, რომლებიც მას უჭერენ მხარს. ეს კი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში შევიდა, ისე, როგორც 26 წლიანი უწყვეტი მმართველობა ერთი და იგივე ლიდერით. მსგავსი მოვლენა კი არც თურქეთის და არც მსოფლიოს ისტორიაში არ განმეორებულა.

ასე, რომ მეორე ტურის შედეგები კვლავ დღის წესრიგში დააყენებს თურქეთის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს.



მსგავსი ინფორმაციები