სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები პრეზიდენტ ერდოღანს ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები პრეზიდენტ ერდოღანს ულოცავენ
1987844
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღებულ შედეგებს ულოცავენ.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ას-სანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი და ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერი ნეჩირვან ბარზანი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდნენ და არჩევნებში მიღებული შედეგები მიულოცეს.
ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა პრეზიდენტ ერდოღანს წარმატება უსურვეს არჩევნების მეორე ტურში და იმედი გამოთქვეს, რომ ეს არჩევნები სასარგებლო ყოფილიყოს თურქი ხალხისთვის.