ერდოღანი: „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა“

ერდოღანი: „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა“

1987842
ერდოღანი: „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა.

თურქეთის პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარემ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ დედაქალაქ ანკარაში, პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„თურქეთის წინამძღოლობით, რუსეთისა და უკრაინის კონსტრუქციული დამოკიდებულების და გაეროს ხელშეწყობის წყალობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმება რამდენჯერმე გაგრძელდა. ბოლო ვადა ამოიწურა. ჩვენი ძალისხმევით, რუსი და უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვების უწყვეტი მუშაობისთვის და განსაკუთრებით გაჭირვებული ქვეყნების მარცვლეულზე წვდომის გასაადვილებლად, სასარგებლო მინდა იყოს ყველა მხარისთვის. შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ყოველგვარ ძალისხმევას.  გარდა ამისა, ჩვენმა რუსმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ თურქული გემების მიკოლაევის და ოლვიას პორტებიდან გასვლას არ შეაფერხებენ. მინდა ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები