საზღვარგარეთ, არჩევნებში 1 მილიონ 600 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

საზღვარგარეთ, არჩევნებში 1 მილიონ 600 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

1983624
საზღვარგარეთ, არჩევნებში 1 მილიონ 600 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

თურქეთში, 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების  ხმის მიცემის პროცედურა საზღვარგარეთ და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გრძელდება.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემის პროცედურები გრძელდება.  თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მიერ (YSK) გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ წარმომადგენლობებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში ხმის მიმცემ ამომრჩეველთა რაოდენობამ 1 მილიონ 666 ათას 824 შეადგინა. ცნობისათვის, 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში 9 მაისს, ხოლო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, 14 მაისს 17:00 საათზე დასრულდება.  



მსგავსი ინფორმაციები